სტუმრად დიდ ჩემპიონთან

AutoSharing Option
წლის პირველი ბაშო კარს მოგვადგა - სუპერტურნირი ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" 9 იანვარს დაიწყება. სხვებთან ერთად ემზადებიან ქართველი პროფესიონალებიც: ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) და კოკაი (ლევან ცაგურია).

იაპონიაში დიდ ყურადღებას უთმობენ, თუ როგორ ემზადება ბაშოსთვის მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო - 4 იანვარს მის კლუბ "მიაგინო ბეიას" კლუბ "კასუგანოს" სამი ახალგაზრდა რიკიში ეწვია. ერთ-ერთი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ტოჩინოშინი იყო, ასეთივე პატივი წილად ხვდათ კომუსუბი ტოჩიოძანს და ძურიოს დივიზიონში მოჭიდავე ტოჩინოვაკას.

დიდმა ჩემპიონმა მათთან ჯამში 19 ორთაბრძოლა გამართა და 16-ჯერ იმარჯვა.
ზუსტად არ ვიცით, რამდენჯერ შეხვდა ლევანი დიდ მონღოლს, მაგრამ სამიდან ორი გამარჯვება სწორედ მისია.

შეგახსენებთ, რომ ბაშოზე ტოჩინოშინი 7-ჯერ შეხვედრია ჰაკუჰოს, მაგრამ ჯერჯერობით უიმედოდ აგებს. იქნებ, ნავსი იანვრის ბაშოზე გატყდეს.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული