სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ლევან გორგაძის გამარჯვება ჩემპიონთან

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მეოთხე დღეს ფავორიტებმა ჩაიმუხლეს და სასიხარულოა, რომ ამაში თავისი წვლილი ლევან გორგაძემაც (ტოჩინოშინი) შეიტანა. ჩვენებურმა, რომელსაც აქამდე მოგება არ ჰქონდა, ოძეკი (ჩემპიონი) კისენოსატოს აჯობა ცუკიოტოშის ილეთით. ეს ამ სუმოისტების მე-16 დაპირისპირება იყო და ქართველმა მეხუთედ იმარჯვა.

ფავორიტების შავი დღე ვახსენეთ და მართლაც, ამ დღეს ერთმა დიდმა ჩემპიონმა და სამმა ჩემპიონმა წააგეს. ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე სეკივაკე ტერუნოფუჯია (3-1), რომელსაც ჩვენებური აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და წააგო.

პირველი მოგება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), მან ოშიდაშის ილეთი გაიხსენა და დოჰიოს რკალიდან
ჰომარეფუჯი გააგდო. გაგამარუს მომდევნო მეტოქე შოთა ენდოა (0-4). ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა - 1:1.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): სადანოუმი-ჰარუმაფუჯი (ჰიკაკე), ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-კისენოსატო (ცუკიოტოში), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ოსუნაარაში-გოეიდო (უვატედაშინაგე), გაგამარუ-ჰომარეფუჯი (ოშიდაში).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ამინიშიკი, ჰარუმაფუჯი-ოსუნაარაში, კოტოშოგიკუ-იჩინოჯო, გოეიდო-ტაკარაფუჯი, კისენოსატო-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი, გაგამარუ-ენდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული