ლევან ცაგურია ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
დიდი ხანია, რაც კოკაის (ლევან ცაგურია) ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ ჰქონია, როგორც დღეს - "შავი ზღვა" მონღოლ კორიუს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ლევანი კარიერაში მე-400 ორთაბრძოლას მოიგებს და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას გააგრძელებს, წააგებს და ყველაფერი მორჩება - დასრულდება მისი 7-წლიანი ყოფნა უმაღლეს დივიზიონში, კარიერაში პირველად ის ლიგიდან დაქვეითდება. კორიუს კოკაი აქამდე ერთადერთხელ შეხვედრია, 2008 წლის ნოემბრის ბაშოზე მონღოლს ოშიდაშით მოუგო. ჩვენებურმა თავი ასეთ საფრთხეში ახალი წლის ბაშოზე ცუდი ასპარეზობით ჩაიგდო, გუშინდელი მარცხის შემდეგ მას 3-7 ბალანსი აქვს, რეიტინგით კი მე-15 მაეგაშირაა,
ანუ გავარდნის კანდიდატი. გუშინ მან უვატენაგეს ილეთით წააგო კიტატაიკისთან.


ბაშოს მე-10 დღე ქართველთათვის კატასტროფული იყო, სამივე ჩვენებურმა წააგო - ტოჩინოშინმა ვერაფერი მოუხერხა კაკურიუს, ხოლო გაგამარუმ მოკონამისთან დათმო. გაგამარუს 4-6 ბალანსი აქვს, ტოჩინოშინს - 1-9.

იანვრის ბაშოს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო წაუგებლად ლიდერობს (10-0). ის უკვე ორი მოგებით უსწრებს მდევრებს, რომელთა რიცხვი ოთხია, ორი ოძეკი (ბარუტო და კოტოოშუ) და ორი რიგითი მაეგაშირა (ოკინოუმი, ტოჩინონადა).

X დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), არანი-ბარუტო (ცურიდაში), ჰომაშო-კოტოოშუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ოშიტაოში), კაიო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-იოშიკაძე (ოშიდაში), ტამავაში-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოკუსეგავა (ცუკიოტოში), ასასეკირიუ-ტოკიტენკუ (უვატენაგე), მოკონამი-გაგამარუ (იორიკირი), კიმურაიამა-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), კიტატაიკი- კოკაი (უვატენაგე), ტოჩინონადა-ვაკანოსატო (კოტენაგე), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კოტოკასუგა-ჰაკუბა (ოშიდაში), მიაბიამა-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), შიმოტორი-სოკოკურაი (იორიკირი), ოკინოუმი-შოტენრო (იორიკირი), კორიუ-ტოიოძაკურა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
8-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 13), ტოჩინონადა (მ 16).
7-3: კაიო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ვაკანოსატო (მ 9)... 4-6: გაგამარუ (მ 6)... 3-7: კოკაი (მ 15)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 2).

XI დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოოშუ-ჰარუმაფუჯი, კაიო-ტამავაში, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ტოჩიოძანი-იოშიკაძე, კაკურიუ-არანი, ამინიშიკი-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-ტოკუსეგავა, გაგამარუ-ჰომაშო, გოეიდო-კიტატაიკი, ასასეკირიუ-ტაკამისაკარი, მიაბიამა-კიოკუტენჰო, ტაკეკაძე-ჰაკუბა, კოტოკასუგა-ტოსაიუტაკა, ტოკიტენკუ-ტოჩინონადა, ოკინოუმი-ვაკანოსატო, შოტენრო-ტოიოძაკურა, ტიოჰიბიკი-შიმოტორი, კოკაი-კორიუ, მოკონამი-სოკოკურაი, ვაკაკოიუ-კიმურაიამა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული