ქართველმა სუმოისტებმა რესტორანში იჩხუბეს

AutoSharing Option
სუმოს და მთლიანად ქართველი გულშემატკივრებისთვის სენსაციურ ცნობას ავრცელებს ИТАР-ТАСС, რომელიც ირწმუნება, რომ ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში ქართველმა სუმოისტებმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუმ) იჩხუბეს, რითაც რესტორანი აზარალეს.

ტოკიოს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მიღებული ცნობის თანახმად, 29 წლის ცაგურიამ და 23 წლის ჯუღელმა ჩხუბი ინდურ რესტორანში, 14 იანვარს დილით გამართეს. როგორც ამბობენ, ნასვამ სუმოისტთა გაცეცხლებას შუშის კედლის მსხვრევა მოჰყოლია.

რაც შეეხება ქართველების წაჩხუბების მიზეზს, ამის შესახებ უცნობია. იაპონიის სუმოს ასოციაცია მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.


მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული