ახალგაზრდა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან თენგიზ რუხაძე, ბადრი ხატისკაცი
ესტონურმა რაკვერემ ახალგაზრდა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 16-წლიანებში მოასპარეზეთა შორის იყო ორი ქართველი სუმოისტი, რომლებმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.

მძიმეწონოსანთა პირად პირველობაში ჩვენებურებმა სამ-სამ მეტოქეს სძლიეს: ამირან წიქორიძემ ზედიზედ დაამარცხა იაკუბ ამბროზიაკი (პოლონეთი), ალექსანდრ სოჯობა (ესტონეთი), სერგეი აკულოვი (რუსეთი) და ფინალში გავიდა, სადაც თანაგუნდელ ბადრი ხატისკაცს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე გზიდან ჩამოიშორა ანატოლი ბობნევი (უკრაინა), მიხაილ ფაბიანსკი (პოლონეთი) და დენის ციგანკოვი (რუსეთი).

ქართულ ფინალში წიქორიძემ იყოჩაღა და
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. ხატისკაცს ვერცხლის მედალი ერგო. მესამე ადგილები რუსებმა - დენის ციგანკოვმა და სერგეი აკულოვმა დაიკავეს.

საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტ თენგიზ რუხაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა სუმოისტებმა გუნდურ პირველობაშიც მიიღეს მონაწილეობა.

საპაექროდ სამი სპორტსმენი უნდა გავიდეს სარბიელზე, ქართველებმა კი კაცნაკლული გუნდით იასპარეზეს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა უნგრეთი და ესტონეთი დაამარცხა, ნახევარფინალი რუსეთთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი პოლონეთს აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კარგია რო მოყვარულთა სუმოს აშუქებთ, მაგრამ ნოემბრის ბაშო დაიწყო იაპონიაში. გუშინ მე-3 დღეს ორივე ჩვენებურმა მოიგო.
irakli apkhaidze
11:32 11-11-2015
0
დღეს გაგამარუმ მოიგო და 3:1–ზე აქვს, ტოჩინოშინმა კი წააგო და 1:3 გაუხდა
მერაბ
15:00 11-11-2015
0

სიახლეები პოპულარული