ვერცხლი და 3 ბრინჯაო ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლითა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

პირველ დღეს ტატო გრიგალაშვილის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს იგივე სინჯის მედლები ამირან წიქორიძემ და გელა ზაალიშვილმა, ხოლო ვერცხლი ლუკა მაისურაძემ შემატეს.

81 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ მოლდოველი, რუსი, უკრაინელი და გერმანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში გააღწია, სადაც მას კიდევ ერთი გერმანელი ტიმ გრამკოვი ელოდა. 19 წლის ქართველი, დამატებით დროში, ვაზარით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლები მძიმე წონაში ავიღეთ. მედლებისთვის ბრძოლა ამირან წიქორიძემ და გელა
ზაალიშვილმა ერთდროულად დაიწყეს. წიქორიძემ საქმე იპონით ნაადრევად დაამთავრა, ზაალიშვილმა კი, დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე, ბრინჯაოს მომტანი ვაზარი აიღო.

ხვალ, თბილისის დროით 13 საათზე, გუნდური შეჯიბრება დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრის გოლი დაწერეთ
!!!!!!!
21:49 16-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული