29 თებერვალს სუმოს რეიტინგ-ლისტი განახლდა. იანვრის ბაშო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ამიტომაც მან დაკარგა კომუსუბის ტიტული და ახლა დასავლეთის მე-2 მაეგაშირაა.
რეიტინგში დაქვეითდა თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ), თუმცა მან მხოლოდ ნახევარი საფეხურით დაიხია - დასავლეთის მე-9 მაეგაშირობიდან აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირამდე დაქვეითდა.