![](https://sportall.ge/pictures/image5/797e811976bcf07dab3726a717d141a2.jpg)
ტოჩინოშინი თითქოს, ოძეკი გოეიდოსთანაც განწირული ჩანდა, მაგრამ ჩემპიონი იორიკირის ილეთით დაამარცხა და საბედისწერო, მე-8 მარცხს გადაურჩა. ტოჩინოშინს 2-7 ბალანსი აქვს. მან ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელსაც ძურიოს დივიზიონში 4-5 ბალანსი აქვს.
IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): იოშიკაძე-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), იკიოი-ჰაკუჰო (ჰატაკაკიკომი), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-გოეიდო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაისეი (ოშიტაოში).
სატურნირო მდგომარეობა
8-1: კისენოსატო
7-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტაკარაფუჯი (მაეგაშირა 2), იოშიკაძე (მ 5).. 2-7: ტოჩინოშინი (სეკივაკე).
X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ტოჩიოძანი-გოეიდო, ტერუნოფუჯი-იკიოი, კისენოსატო-შოჰოზანი.