![](https://sportall.ge/pictures/image31/88a5232260b3af1c0e397b0f67f92ba5.jpg)
პირველ დღეს მე-2 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკი გოეიდოს შეხვდა და იორიტაოშის ილეთით წააგო. ტოჩინოშინს მომდევნო მეტოქედ კიდევ ერთი ოძეკი, კოტოშოგიკუ ჰყავს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:21-ს აგებს.
მე-12 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჰომარეფუჯი იყო, ჩვენებურმა ოშიტაოშის ილეთით იმარჯვა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე სოკოკურაია (7:6).
აღსანიშნავია, რომ აკი ბაშოს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო მუხლის ტრავმის გამო დააკლდა.
I დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაისეი (ოშიდაში), ტოჩიოძანი- კაკურიუ (ოშიდაში), ოკინოუმი-კისენოსატო (იორიკირი),
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კაკურიუ-ოკინოუმი, კაისეი-ტერუნოფუჯი, გოეიდო-შოდაი, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, გაგამარუ-სოკოკურაი.