ჰაცუ ბაშო. VIII დღე - გაგამარუმ მეხუთე ბრძოლა მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 20 იანვარს ჰაცუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა და გაგამარუმ მეხუთე გამარჯვება ჩაიწერა.

ქართველის სეკიტორის მეტოქე ჯურიო ლიგის მეათე ნომერი მონღოლი არავაში იყო, რომელსაც გაგამარუმ ოშიდაშის ილეთით სძლია. თეიმურაზ ჯუღელს 5 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, მას კიდევ სამი გამარჯვება ესაჭიროება დადებითი ბალანსის მისაღწევად.

ხვალ გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგის მეცხრე ნომერი მიტორიუ იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 2:1-ზე აქვს. მიტორიუმ ამ ბაშოზე 2 შეხვედრა მოიგო და 6 წააგო.

უმაღლეს დივიზიონს 8 გამარჯვებით იოკუძუნა ჰაკუჰო ლიდერობს, მისი მდევრებია შვიდი გამარჯვებით
კაისეი, იაგო და ჩიონოკუნი. რაც შეეხება ტოჩინოშინს მან ჰაცუ ბაშოზე 4 ბრძოლა გამართა, ოთხივეში დამარცხდა და ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა.


altჰაცუ ბაშო. VII დღე: გაგამარუმ ტურნირზე მესამე მარცხი განიცადა

მკითხველის კომენტარები / 3 /
სოსო მადლობა ინფორმაციისთვის
Qomagi
10:29 21-01-2019
0
რა შანსები აქვს გაგამარუს უმაღლეს დივიზიონში გადასვლის?
Qomagi
19:02 20-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული