ლევან გორგაძე იანვრის ბაშოს კომუსუბის ტიტულით შეხვდება

AutoSharing Option
დღეს ტოკიოში პროფესიული სუმოს ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდა. სასიხარულოა, რომ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კვლავ დაიბრუნა კომუსუბის რანგი.

ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინმა მე-6 მაეგაშირას რანგში იასპარეზა, მაგრამ 10-5 ბალანსი აჩვენა და წინ ისე შესამჩნევად დაწინაურდა, რომ სუმოს იერარქიის მეოთხე ტიტული მიიღო. დღეიდან ის დასავლეთის კომუსუბია.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველი სუმოისტი კომუსუბი კარიერაში მეექვსედ გახდა და ამ რანგში მას 7 ბაშო უჭიდავია. თუმცა ეს არ არის ტოჩინოშინის უდიდესი მიღწევა - ივლისის ბაშოზე მან სეკივაკეს რანგით იჭიდავა.

იანვრის ბაშოზე დიდი ჩემპიონის (იოკოძუნა) რანგში
კაკურიუ, ჰამურაფუჯი
და ჰაკუჰო იჭიდავებენ. ჩემპიონის (ოძეკი) რანგში იჭიდავებენ: კისენოსატო, გოეიდო, ტერუნოფუჯი და კოტოშოგიკუ; ორი სეკივაკეა - ტამავაში და შოდაი; ორიც კომუსუბი - ტაკაიასუ და ტოჩინოშინი.

მე-16 მაეგაშირად მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა და მე-13 მაეგაშირობამდე დაწინაურდა.

წლის პირველი ბაშო 8-22 იანვარს გაიმართება ტოკიოში. როგორც სუმოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბაშომდე ორი კვირით ადრე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
სეკივაკეც იყო. ცუდი ისაა, რომ ძაან ხშირად მიდი-მოდის; სტაბილურობა აკლია, თუმცა ისიცაა, რომ რაც უფრო მაღალ ტიტულს ატარებ, უფრო ძლიერებს ხვდები
მომავალ წელს ოძეკობას ვუსურვებ!
მერაბი გ.
27 დეკემბერი 2016 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული