გეგა გეგეშიძე: ეს ლევან თედიაშვილის, ჭიდაობის ფედერაციის შეურაცხყოფა იყო...

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ძიუდოს აკადემიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მის სანახევროდ მოჭიდავეებისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, დარბაზი უწინ მოჭიდავეებს ეკუთვნოდათ და ერთ დღეს ძიუდოისტთა განკარგულებაში უსამართლოდ აღმოჩნდა.

"...ძიუდოს აკადემიას რაც შეეხება, ვაპირებ, ამ დარბაზთან დაკავშირებით მივმართო ხელისუფლებას და ნახევარი გადმოგვცენ ჩვენ, რადგან ის ჩვენი იყო, პირადად მეც იქ დავიწყე ჭიდაობაში ვარჯიში და იქ ავიდგი ფეხი.

ძიუდომ უცბად რომ გადაწყვიტა, ჩვენი უნდა იყოსო, მე მგონი, არაა სწორი.

ვინც იქ მუშაობდა
მწვრთნელად, ზოგმა სკოლაში იქირავა დარბაზი და ფულს იხდიდა ამაში. აწგარდაცვლილმა თენგიზ ღამბაშიძემ ბევრი იწვალა - ხან დიღომში, ხან - გლდანში, წვალებით იხდიდა გადასახადებს. ჩვენმა მეგობარმა ძიუდოისტებმა გაგვიკეთეს ეს, რომ რამდენიმე მწვრთნელი ჰაერში დაგვიტოვეს. ყველანაირად ვეცდები იმ ნახევრის დაბრუნებას, რაც ჩვენი იყო.

ის ლევან თედიაშვილის სახელობისა იყო, ამაზე უფრო ტიტულოვანი კი ჯერჯერობით არავინ არა გვყავს. კაცს შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ის დარბაზი წაართვეს, თუმცა ეს ჩვენი ფედერაციის შეურაცხყოფაც იყო. მე ვეცდები ამის გამოსწორებას.

ჭიდაობა ნამდვილად იმსახურებს თავის ცენტრს და ამაზე მქონდა საუბარი სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან. მან მითხრა, იქნებ ავიღოთ რამე დარბაზი დიღომშიო, თუმცა საკუთრების ფორმაზე კონკრეტულად არ გვილაპარაკია - საკუთრებაში გადმოგვეცემა, დროებით უნდა შევიდეთ, ფალავანთა კლუბს გაგვირემონტებენ და მანამ უნდა გადავიდეთ იქ დროებით თუ როგორ, ამაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა", - თქვა გეგეშიძემ ინტერვიუში.

გეგა გეგეშიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგბს რომ მიაქვს სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი ფულის მესამედი, ვინ გადაწყვიტა ეს უგნურება? ჭიდაობებს და სპორტის იმ სახეობებს, რომლებსაც ოლიმპიადაზე მედლები მოაქვთ, ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი ვარჯიშისათვის. გეგეშიძე უკვე 6-7 წელია ფედერაციას ხელმძღვანელობს და სად იყო ამდენხანს? სხვა რა ევალება ფედერაციას თუ არა მოჭიდავეებისთვის ვარჯის, დასვენების და ცხოვრების სათანადო პირობების შექმნა?
ჟორა გაბრიჭიძე
00:05 18-02-2024
0
მოჭიდავეები და ძიუდოისტები საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ,პოლიტიკოსები არ ჩაერიონ
გოგია
22:03 02-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული