ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა

AutoSharing Option
2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, პირველ დღეს, საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა დავით მარსაგიშვილმა (86), მაგრამ უნგრელ ისტვან ვერებთან თანაბარ ბრძოლაში (2-2) დამარცხდა.

ქართველი ფალავანი ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს დაურენ კურუგლიევთან ბოლო წამებზე დასანანი შეცდომის გამო დამარცხდა (2-4), მანამდე კი მოლდოველ დენის ბალაურს (11-6) და ფინელ ტაპანი ჰეინოს (7-1) გაუსწორდა.

წარუმატებლად იასპარეზა დებიუტანტმა ოთარ გოგავამაც (57), რომელმაც სასტარტო შეხვედრა დათმო ისრაელის წარმომადგენელ იური ჰოლუბთან (0-10).

აღსანიშნავია, რომ უმჩატეს წონაში ოქროს მედალი აზერბაიჯანის
სახელით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილმა მოიპოვა.

3 მაისს ევროპის ჩემიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 65 და 97 კგ-მდე წონითი კატეგორიის ვაჟები იასპარეზებენ. საართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის, შესაბამისად, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წვერი გაიპარსე, არ გიხდება.
ქართველი
09:04 03-05-2017
0
ეს წვერი რა უბედურებაა...
შოთა
09:29 03-05-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული