ევროპის ჩემპიონატი: იაკობიშვილმა და ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

AutoSharing Option
3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები ზურაბ იაკობიშვილმა (65) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.

იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელ პერიცა დიმიტრიევიჩი დაამარცხა (10-0), შემდეგ კი გერმანელ ალექსანდერ სემისოროვს (4-2) სძლია. ქართველმა ფალავანმა 1/4-ფინალში თურქ მუსტაფა კაიასაც (11-0) აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ილიას ბეკბულატოვს ვეღარ გასცდა (0-10). ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი გიტინმაგომედ გაჯიევი 9-4 დაამარცხა.

ოდიკაძემ თავდაპირველად გერმანელ გეორგ გაბრიელ სერეგელის აჯობა (4-1), მეორე ეტაპზე კი მოლდოველ ნიკოლაი ცებანს სძლია (4-3). 1/4-ფინალში მან აზერბაიჯანელ
ასლანბეკ ალბოროვს (4-1) კი მოუგო, მაგრამ 1/2-ფინალში თურქ რიზა ილდირიმთან (2-8) დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ოდიკაძემ მაკედონიელ მაგომედგაჯი ნუროვს სძლია - 10-0.

4 მაისს, ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 61 და 74 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვენი ,,მძიმე არტილერია" დღეს ერთვება საქმეში, ,,ეშო ნი ვეჩერ"
Irakli apkhaidze
04 მაისი 2017 11:43
0
123 და ლაშა ანუ კლავიატურის "ლომებო". აბა რა გითხრათ! წერეთ და მერე რამოდენიმეჯერ გადაიკითხეთ, იქნებ ახალი პასკვილების დაწერის სურვილი გაგიჩნდეთ.
zalik-o
04 მაისი 2017 10:28
0
ვლადიმერა გეგეშიძის ხელში ბრინჯაოც სანატრელი გაუხდა ჩვენს "სუპერ" შემადგენლობას ! აფსუს ვის ხელშია ქართული ჭიდაობა!
123
04 მაისი 2017 09:50
0
და ანზორ ბოლტუკაევმა რა "ჰქმნა" თურქთან ფინალში? :)))პ.ს.2-4 "ვინზ ილდირიმ"! :)))
"ramzan kadirovis specrazmSi gamowrTobili"
04 მაისი 2017 09:42
0
ბრინჯაოს მედლები კარგია , მაგრამ აშკარად გამოჩნდა რომ ფიზიკური მომზადების ხარვეზები აქვთ ბიჭებს. ნახევარფინალებში საშინელი გამოსვლები ჰქონდათ! ისე ზონდერ გეგეშიძეს რომ ჩააბარებ ჭიდაობას სხვა მოლოდინი არც უნდა გქონდეს!
ლაშა
04 მაისი 2017 09:25
0
3
aleqsandre xaratishvili
04 მაისი 2017 09:23
0
გამარჯვებას ულოცავ ბიჭებს !!! ყვარელს და სრულიად საქართველოს !!!
პატრიოტი
04 მაისი 2017 08:56
0
ვულოცავ ბიჭებს და უფრო მაღალი სინჯის მედლების მოგებას ვუსურვებ!
ნათია
04 მაისი 2017 00:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული