ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო (10-9).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - შეგახსენებთ, რომ წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი
პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

დღესვე 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემ, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო (4-5).

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის ხვალ, 5 მაისს დასრულდება - მედლები ვაჟთა შორის დარჩენილ, 70 და 125 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან, ძალიან მაგარი ფალავანი და ვაჟკაცი ხარ! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! შენ სამშობლოს უყვარხარ და პროვოკატორებს მოერიდე (ოდესაში, ორჯონიკიძეში...) კი იძახიან სპორტიო... მაგრამ გასვრა იციან! სულ გამარჯვების კვარცხლბეკზე გამყოფოს ღმერთმა! ძალიან დიდხანს!
jiji
05 მაისი 2017 11:58
0
გილოცავთ ყველას! რა ამოუქაჩა :) ამერიკელთან ლადოს ჭიდაობა გამახსენდა. უიშვიათესი ჭკუით გამოირჩევა და ძალიან სწრაფია. საამყო ათლეტი და პროფესიონალი ხარ!
ზაზა
05 მაისი 2017 10:45
0
გამძლეობით-ტაქტიკით-ტექნიკით... ყველა ასპექტში დაჯაბნა. მარჯი საქართველო!
გივი - გია თუთბერიძე
05 მაისი 2017 10:44
0
ბატონი ლევან თედიაშვილის შემდეგ საქართველოს ასეთი დომინანტი მოჭიდავე არ ჰყოლია, გაიხარე ლადო, კიდევ ბევრჯერ გაახარე საქართველო
shota
05 მაისი 2017 09:50
0
ამაყი ვარ შენით უსაყვარლესო მამულიშვილო. გაიხარე დაბევრჯერ გაგვახარე გამარჯვებებით.
kaxa
05 მაისი 2017 09:40
0
მართლა გენაცვალეთ ჯიგარში, ოქრო კაცი ხარ. მოუგო რუსს, ფინალში და 0-7-ის მერე, მართლა გმირობაა. გილოცავთ!
მცხეთის სოფწყალი
05 მაისი 2017 09:27
0
ლადო გილოცავ ევროპის ჩემპიონობას, გაიხარე და კიდევ მრავალჯერ გაგვახარე.
gizog
05 მაისი 2017 09:19
0
საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ რაღაცეებს თუ არ გადასცემ აბა რას გადასცემ?
ჯონდო
05 მაისი 2017 09:17
0
ნამდვილი ჩემპიონი! გენაცვალე ლადო.
levani
05 მაისი 2017 07:31
0
მართლა 45 წელი უყურებ და არ გინახავს? ყოჩაღ
lelo ს
04 მაისი 2017 23:58
0

სიახლეები პოპულარული