დავით მოძმანაშვილმა ყაზახი მეტოქე იოლად ჩამოიცილა და ნახევარფინალშია [+VIDEO]

AutoSharing Option
11 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში თავისი მეორე ორთაბრძოლა დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) გამართა.

ქართველი ფალავანი შეჯიბრის მეოთხედფინალში ყაზახ დაულატ შაბანბეის დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

დათომ ორთაბრძოლა ძალიან კარგად დაიწყო და დასაწყისშივე 3:0 წაიყანა პერიოდი, რასაც მოგვიანებით კიდევ ერთი ქულა მიუმატა და საბოლოოდ სეტი გამარჯვებით დაასრულა (იხილეთ ვიდეო).

მეორე პერიოდში მოძმანაშვილმა თავიდან არ იჩქარა, მაგრამ შემდეგ მეტოქე ხელში ატაცებული გაიყვანა ხალიჩიდან.

ასევე იხილეთ:
დავით მოძმანაშვილმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
იღბლიანი წილისყრა - ქართული ტრიოს სამი მედლის
რეალური შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული