ორთაბრძოლა ქართველმა ფალავანმა კარგად დაიწყო და ქულაც მალევე აიღო, შემდეგ კი აუღელვებლად და დამაჯერებლად წარმართა ჭიდაობა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა (1:0).
მეორე პერიოდში მეტოქეები არ რისკავდნენ და საქმეც წილისყრამდე მივიდა, სადაც გოგშელიძემ მეტოქის ფორმის ფერი - ლურჯი ბურთულა ამოიღო. მოლდოველმა ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა, ქართველმა კი თავი კარგად დაიცვა და იქეთაც შეძლო ქულის მოპოვება (იხილეთ ვიდეო).
ამრიგად გიორგი ლონდონის ოლიმპიადის
შეგახსენებთ, რომ გოგშელიძემ 1/8 ფინალი უბრძოლველად გაიარა, რადგან მისი მეტოქე ეგვიპტელი სალეჰ მოსტაფა მოჰამედ ემარა ხალიჩაზე არ გამოცხადდა.