გიორგი გოგშელიძე ამერიკელთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [+VIDEO]

AutoSharing Option
12 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე (96) ნახევარფინალში ამერიკელ იაკობ სტივენ ვარნერს დაუპირისპირდა და კარგად დაწყებული ორთაბრძოლის შემდეგ, სამწუხაროდ, დამარცხდა.

ოლიმპიადაზე ბოლო მონაწილე ქართველმა ფალავანმა შეხვედრა კარგად დაიწყო - მკლავი დაუჭირა ამერიკელს და გდებაც გაუკეთა. ვარნერმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება და სეტის ბოლო წამებზე რისკზე წავიდა, მაგრამ ქულა გოგშელიძემ იქეთ აუღო - 2:0.

მეორე პერიოდში მეტოქეებმა ფრთხილი ჭი
დაობა გამართეს და საქმე ბურთულის ამოღებამდე მივიდა, სადაც უპირატესობა ამერიკელს მიენიჭა - გოგშელიძემ თავი ვერ დაიცვა, ვარნერი გამარჯვებული გამოვიდა და საქმე გადამწყვეტ, მესამე პერიოდზე მიდგა.

მესამე სეტში გიორგიმ გაიბრძოლა, სცადა ილეთის გაკეთება, მაგრამ ქულა ამერიკელმა აიღო, დარჩენილ დროში კი გოგშელიძის აქტიურობას შედეგი აღარ მოჰყოლია და ქართველმა ფალავანმა თავისი ოლიმპიური შედეგის გაუმჯობესების შანსიც აქ დაკარგა (იხილეთ ვიდეო).

ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელ გოგშელიძეს პეკინის თამაშების შედეგის გამეორების შანსი ექნება. წარმატების შემთხვევაში კი ის ქართველ ოლიმპიელთა ყულაბას ბოლო - მეშვიდე მედალს შემატებს.

გოგშელიძეს მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკი კურბან კურბანოვი იქნება. შეხვედრა მოჭიდავეებს შორის თბილისის დროით 17:30 დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაცია თავს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით იწონებს და გუნდურ რეიტინგში 39-ე ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:
გიორგი გოგშელიძემ მოლდოველს სძლია და ოლიმპიადის ნახევარფინალშია [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემო კარგო KOKA, მჩხიბავები არ ყოფნით და რა ქნან
nona
17:05 12-08-2012
0
ძალიან უნამუსო ხალხია ამ ფილაში რა მოხდებოდა ამ ნახევარფინალშიც არ გამოცხადებულიყო მეტოქე და ფინალში თუ წავაგებდით ეგ არაფერი პირველი იქნებოდა თუ რა
koka
14:35 12-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული