საქართველომ ოლიმპიადა გიორგი გოგშელიძის ბრინჯაოთი დაასრულა [+VIDEO]

AutoSharing Option
12 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე (96) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკ კურბან კურბანოვს დაუპირისპირდა და სამ პერიოდში გამარჯვება იზეიმა.

ეს გიორგისთვის მეორე ოლიმპიური ბრინჯაოს მედალია. ქართველი ფალავანი მესამე პრიზიორი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზეც გახდა.

რაც შეეხება ბოლო ლონდონურ შეხვედრას, პირველი პერიოდის დიდი ნაწილი მეტოქეებმა ერთმანეთის დაზვერვაში გალიეს, თუმცა ბოლო 10 წამში უზბეკმა ჩვენებური ხალიჩიდან გადაიყვანა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა (1:0).

ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად გოგშელიძემ იგდო ხელთ. ქართველმა ფალავანმა ჯერ მეორე პერიოდში
დაატრიალა მეტოქე და საერთო ანგარიშიც გაათანაბრა (4:0), შემდეგ კი გადამწყვეტ, მესამე პერიოდში მოპოვებული ქულა ბოლომდე შეინარჩუნა და გამარჯვებული გამოვიდა (იხილეთ ვიდეო).

ამრიგად, საქართველოს გუნდმა გოგშელიძის მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. სულ კი ჩვენი გუნდის მონაგარი 7 მედალია.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან ლონდონში ოლიმპიური ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა დაისაკუთრეს, ბრინჯაო კი გიორგი გოგშელიძემდე მანუჩარ ცხადაიამ და დავით მარსაგიშვილმა მოიპოვეს.

ასევე იხილეთ:
გიორგი გოგშელიძე ამერიკელთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [+VIDEO]
გიორგი გოგშელიძემ მოლდოველს სძლია და ოლიმპიადის ნახევარფინალშია [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგშე!! შენ ხარ №1.. საქართველოს ყველაზე ღირსეული სპორტცმენი.. ყველაზე მეტად იმით გამოირჩევი რომ ძალიან ჭკვიანი და მშრომელი ადამინი ხარ.. წარმატებებებს გისურვებ..
Frigola
15:23 16-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული