FILA-ს პრეზიდენტობას მიხეილ მამიაშვილს უწინასწარმეტყველებენ

AutoSharing Option
ტაილანდში გამართულ, ჭიდაობის საერთაშორის ფედერაციის ბიუროს საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით (11-დან 10), FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

FILA-ს კონგრესისა და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე, ორგანიზაციის კრიზისული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი დაინიშნა. კონგრესი მოსკოვში, სავარაუდოდ, 2013 წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიმართება.

რაფაელ მარტინეტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებიდან სპორტული ჭიდაობის ამოღების რეკომენდაცია გახდა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატად, FILA-ს ბიუროს წევრ ალექსანდრ კარელინთან (ასევე რუსეთი) ერთად, მამიაშვილიც სახელდება.

ასევე იხილეთ:
FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს

რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!
სპორტის სამინისტროში 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობის ამოღების თაობაზე ისაუბრეს
საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამიაშვილი ისეთი ქართველია, როგორც სააკაშვილი ჩინელი
0
სოსიკო მიუშვით მარტინეტთან,თოფურიძე!თან სცალია,თან ძალიან მაგრად დაიჭერს, ჩვენებებსაც დააწერინებს და კარგ ნაციონალურ წესრიგსაც დაამყარებს ფილაში.აფსუს,რა კადრები გვიცდება?
ciba
22:07 16-02-2013
0

სიახლეები პოპულარული