ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გორის უნივერსიტეტში დააჯილდოვეს

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში ახლახან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალ ჭიდაობაში, გორელმა ფალავნებმა ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ისინი სოციალური მეცნიერების, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობენ.

სტუდენტთა წარმატებული ასპარეზობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და სასწავლებლის "სპორტულ ცენტრს" უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

26 მარტს მათ გსუ-ს რექტორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა და სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.

რექტორის გადაწყვეტილებით, ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი მომდევნო სასწავლო წელს სწავლის საფასურისაგან გათავისუფლდებიან. ამასთან, შესაძლებელია, ორივე ფალავანი სტიპენდიითაც წაახალისონ.

დავძენთ, რომ
სხვადასხვა დროს ამ სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ ტიტულოვანი სპორტსმენები: შოთა ჩოჩიშვილი, ანზორ ქიბროწაშვილი, კობა კურტანიძე და სხვები.

გორის უნივერსიტეტი წარმატებული სტუდენტი სპორტსმენების დაფასების ტრადიციის ერთგული რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული