საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრებმა მახაჭყალაში 3 ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
მახაჭყალაში დასრულებულ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის სახელობის 44-ე საერთაშორისო ტურნირში ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს სამი მედალი მოიპოვეს - მურთაზ კვესაძემ (55), იაკობ მაქარაშვილმა (74) და ელიზბარ ოდიკაძემ (96).

ჩვენი ნაკრები იქ, ძირითადად, მეორე შემადგენლობით წავიდა, რადგან მწვრთნელები ლიდერებს უახლოეს დღეებში იტალიაში, "ოქროს დიდ პრიზზე" აჭიდავებენ.

მახაჭყალაში გამონაკლისი ოდიკაძე იყო, რომელიც 96-ის ლიდერია ჩვენს გუნდში. პირველ შეხვედრაში ოდიკაძემ იოლად აჯობა უნგრელ მეტოქეს, მეორეში კი მასპინძელთა მომავალ გამარჯვებულთან, ევროპის ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან დამარცხდა - 0:7.

დამამშვიდებელში ჩვენებურმა ჩრდილო
ოსეთის წარმომადგენელ რობერტ თავგაზოვსა და აზერბაიჯანელ გაჯი ალიჯანოვს მოუგო. ამ წონის ფინალი ტურნირის ბოლო შეხვედრა გამოდგა და ჭეშმარიტად ვარსკვლავური აღმოჩნდა - გადისოვმა პლანეტის ერთ-ერთი გამორჩეულად ძლიერი ფალავანი ჰაჯიმურატ გაცალოვი 5:2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ბრინჯაოსთვის ზურაბ იაკობაშვილმაც (66) იჭიდავა, მაგრამ წააგო და მეხუთეზე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული