ტურნირის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (66) და გიორგი საკანდელიძე (120) გახდნენ, დავით ქერაშვილმა (96) ვერცხლი მოიპოვა, ამჯერად ზედა წონაში მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი (60) მესამეზე გავიდა.
საინტერესოა, რომ ხინჩეგაშვილმა ფინალში პუერტო რიკოელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფრანკლინ გომესი დაამარცხა მეტად დრამატულ პაექრობაში - ბოლოს 1:0 აგებდა, რადგან მეტოქემ ფეხიდან აყვანით ერთქულიანზე გადაიყვანა, მაგრამ ლადომ მეტოქეს გახარება არ აცალა, ამ ილეთის
იხილეთ ვიდეო
საკანდელიძემ რუმინელ დანიელ ჩინტოანუს მოუგო, ზარქუამ - თურქ დილმუშამეტს, ქერაშვილი კი თურქ ქენან გიორთან დამარცხდა.
სასარიში დავით მარსაგიშვილსაც უნდა ეჭიდავა, ოღონდ - 96-ში, წავიდა კიდეც, მაგრამ არ უასპარეზია. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.