ზურაბ კოტორაშვილის მადრიდული ბრინჯაო

AutoSharing Option
ამ დღეებში მადრიდმა "ესპანეთის დიდ პრიზს" უმასპინძლა ოლიმპიურ საჭიდაო სახეობებში, თუმცა ჩვენები იქ მხოლოდ "თავისუფალში" გამოდიოდნენ.

ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითი გამოდგა - სამივე სახეობაში 35 ქვეყნის 250 ათლეტი ასპარეზობდა.

ჩვენებურთა მონაგარი ერთი ბრინჯაო აღმოჩნდა, რომელიც 60 კილოგრამში მოჭიდავე ზურაბ კოტორაშვილმა მოიპოვა. პრიზიორთა შორის კიდევ ერთი ქართველია - ლევან მეტრეველი, რომელიც 55 კილოგრამში მეორე ადგილზე გავიდა, ოღონდ მ,ან ესპანეთის სახელით იჭიდავა.

შეჯიბრება საინტერესო იმ მხრივაც გამოდგა, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ პირველად იასპარეზა აზერბაიჯანელთა ჩემპიონმა შარიფ შარიფოვმა. ბრიტანული ტრიუმფის შემდეგ მან ცოლი მოიყვანა
და სპორტისგან აქამდე ისვენებდა. ეტყობა, უქმობა მის წონაზეც აისახა და მადრიდში 96 კილოგრამში იასპარეზა, თუმცა თავი არც ახალ წონაში შეურცხვენია.

აღსანიშნავია, რომ ამ წონაში აზერბაიჯანელთა ლიდერმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა ხეტაგ გოზიუმოვმა გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული