მოჭიდავეთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განხორციელდება

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - ლუკა კურტანიძემ 25 სექტემბერს ფალავანთა კლუბში პრესკონფერენცია გამართა და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრებების გამოსვლაზე, ასევე, ფედერაციის მხრიდან განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კურტანიძის განცხადებით, მოჭიდავეთა მიერ მოპოვებული 1 ბრინჯაოს მედალი და ასევე თავისუფალ ჭიდაობაში გუნდური მე-3 ადგილი მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელი შედეგია და სამომავლოდ მდგომარეობის გამოსასწორებლად ცვლილებებია საჭირო.

15 ნოემბერს მწვრთნელთა ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე ფედერაციის პრეზიდიუმი იმსჯელებს, დაგეგმილია კონკრეტული ცვლილებები და გადაადგილებები ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობებში.

კურტანიძის თქმით, ასევე გადაწყვეტილია, რომ
ფედერაციის მოწვევით საქართველოში გერმანელ მწვრთნელ-კონსულტანტთა ჯგუფი ჩამოვა და მომავალი მსოფლიოს და ევროპის, ასევე, ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ციკლში ჩაერთვება.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელები რევაზ მინდორაშვილი და ოთარ ტატიშვილი არიან.

msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი გერმანელებს რა შედეგები აქვთ ამ სპორტში,რომ მათი მწვრთნელ-კონსულტატები ჩამოგყავთ ?!!!

გასაკვირია პირდაპირ ....აქაც არაპროფესიონალიზმთან და უპასუხისმგებლობასთან ხო არა გვაქვს საქმე ?!!!

რაღაც ეროვნული აღტკინებისა და შემართების მუხტი ხო არ დაეცა ...ამ ხალხის მოსვლის შემდეგ ?!!!...ყველაფერს სერიოზული გაანალიზება ჭირდება!!!

ღმერთმა ინებოს,ვცდებოდე!!!
glaxuna
02:31 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული