იოელ რომერო, რომელიც მალე 43 წლის გახდება, ასაკის მიუხედავად, UFC-ის საშუალო წონის ნამდვილი კოშმარია. მასთან ბრძოლა ძალიან რთულია, ხოლო მოგება - თითქმის შეუძლებელი. კუბელს კარიერაში 4 წაგება აქვს. აქედან 2 ექსჩემპიონ რობერთ უითაკერთან, თუმცა უითაკერი იმ ურთულესი ბრძოლების შემდეგ ტრავმებისგან ვერ განიკურნა და დღემდე პრობლემები აქვს; ერთიც ამომავალ ვარსკვლავთან, პაოლო კოსტასთან წააგო და ეგეც საკმაოდ სადავო წაგება იყო. ბევრი მებრძოლის აზრით, რომერომ ის შეხვედრა მოიგო.
მარტში იოელი კიდევ ერთხელ იჩხუბებს ტიტულის მოსაპოვებლად. მისი მოწინააღმდეგე საშუალო წონის ჩემპიონი, დაუმარცხებელი ისრაელ ადესანიაა.
იოელ რომეროს 2005 წელს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში, ქართველმა რევაზ მინდორაშვილმა მოუგო.