მოულოდნელობად ეს ფაქტი იმიტომ იქცა, რომ დაპირება ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უკანასკნელ ოც წელიწადში უამრავჯერ გასცეს.
მთელი იმ ხნის განმავლობაში თავისუფალი სტილის გორელ მოჭიდავეებს მეტად არასახარბიელო პირობებში უწევდათ ვარჯიში, თუმცა ტიტულებს მაინც მრავლად იხვეჭდნენ.
"ლელოშიც" ხშირად დაგვითმია ადგილი კრიტიკული პუბლიკაციებისთვის, უამრავჯერ გამოუთქვამს გულისწყრომა ამ საკითხზე მთავარ მწვრთნელ ნუგზარ სხირელს.
დიდი ხანი არ არის, რაც გორის ერთ-ერთ უბანში (ჭალის დასახლება) დაიწყო
მშენებლობის პირველი ეტაპი მარტამდე უნდა დასრულდეს, სრულად კი დამკვეთს - გორის მუნიციპალიტეტს გაზაფხულის მიწურულს ჩაბარდება.
გორში თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა სექცია ჩამოყალიბებიდან ძიუდოისტებთან ან სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დარბაზებში იყო შეკედლებული, იქ ატარებდნენ მეცადინეობებს.
70-იანი წლების მიწურულს, გორში ცენტრალური სასპორტო სკოლის აშენების შემდეგ კი იქ გადაბარგდნენ, თუმცა ეს საკმარისი აღარ იყო. უკეთესის ძიებაში კი დიდი დრო გავიდა.
"მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზის მშენებლობის დაწყებაში ხელი შეგვიწყო გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და ნურავინ შეეცდება, თავის აქტივში მიიწეროს ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის შესრულება" - გვითხრა ნუგზარ სხირელმა.
მშენებარე ახალი დარბაზის ფართი იქნება 28X24 მეტრი, რაც საშუალებას იძლევა, მეცადინეობები წარიმართოს ორ ხალიჩაზე.
მოიხსნება სხვა პრობლემებიც, რომელთა წინაშეც დგანან გორელი მოჭიდავეები, მათი მწვრთნელები.
სავარაუდოდ, თავისუფალი ჭიდაობის სკოლა, სასპორტო სკოლისგან დამოუკიდებლად, ახალ შენობაში იფუნქციონირებს და, მართალია, გამარჯვებები არც აქამდე აკლდათ, მომავალში, ალბათ, უფრო შთამბეჭდავ შედეგებს მოიპოვებენ გორელი მოჭიდავეები.
ფოტო: qartlisport.ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"