საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველივე დღეს 3 წონიდან 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (50) და ტარზან მაისურაძე (74) გახდნენ. დინგაშვილმა ფინალში თურქ იუცე მეჰმეტს მოუგო, მაისურაძემ კი მასპინძელი ისმაილ ენგინი დაჯაბნა.
დღეს, 7 მარტს, ტურნირში 57, 65 და 86 წონების ფალავნები ჩაებმებიან, კვირას კი 61, 70 და 125-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.