რობერტ დინგაშვილმა და ტარზან მაისურაძემ სოფიაში 2 ოქროს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
პარასკევს, 6 მარტს, სოფიაში დაიწყო პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალი 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველივე დღეს 3 წონიდან 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (50) და ტარზან მაისურაძე (74) გახდნენ. დინგაშვილმა ფინალში თურქ იუცე მეჰმეტს მოუგო, მაისურაძემ კი მასპინძელი ისმაილ ენგინი დაჯაბნა.

დღეს, 7 მარტს, ტურნირში 57, 65 და 86 წონების ფალავნები ჩაებმებიან, კვირას კი 61, 70 და 125-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული