ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მჯეროდა, რომ საუკეთესოდ დამასახელებდნენ

AutoSharing Option
6 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2015 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (57კგ) მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

Sportall.ge ხინჩეგაშვილს დაუკავშირდა და გარდა გუშინდელი წარმატების, სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

"წარდგენილი რომ ვიყავი, ვიცოდი, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, შანსი არსებობდა, რომ საუკეთესოდ დამასახელებდნენ და მჯეროდა, ასეც იქნებოდა. ასე რომ, მთლად მოულოდნელი არა, მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად იყო ასეთი აღიარება.

ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პერიოდი ერთ კვირაში დაიწყება.
ვეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს პერიოდი.

ის, რომ ოლიმპიადაზე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ვიასპარეზებ, ორმაგად საპასუხისმგებლოა და ამოცანას მირთულებს - ყველა მეტოქე უფრო დიდი განწყობით გამოვა, ვიდრე აქამდე და ასეთ შემთხვევაში რთულია, მაგრამ ყველა შეჯიბრებაზე ოქროს მოსაპოვებლად მივდივარ და არც ოლიმპიადა იქნება გამონაკლისი", - გვითხრა ხინჩეგაშვილმა.

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა გოგსაძეს უფრო ეკუთვნოდა ჩემის აზრით.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული