ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი ქართულ ჭიდაობაში
ჭიდაობის ფედერაცია: დოპინგზე ჩავარდნილთაგან არცერთია ლიცენზიის მქონე
ჭიდაობის ფედერაცია: დოპინგზე ჩავარდნილთაგან არცერთია ლიცენზიის მქონე
ამასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ ისაუბრა.
- 6 სპორტსმენია ბრალდებული აკრძალული პრეპარატის მიღებაში და მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს...
- გავრცელებულ და არაოფიციალურ ინფორმაციას ვერ დავეყრდნობი და ვერ ვისაუბრებ. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა ამაოდ მივაყენო, ამიტომაც თავს შევიკავებ ვინმეს დასახელებისგან. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე სპორტსმენმა აღიარა კიდეც აკრძალული პრეპარატის მიღება...
- ჯერ არავის არაფერი უღიარებია. უნდა მოგვივიდეს წერილობითი დასტური, დასტურის შემდეგ კი 24 საათი ეძლევა სპორტსმენს გასაჩივრებისთვის.
- ვთქვათ და, დადასტურდა ეს ყველაფერი. სანქციებს ვინ გამოუტანს სპორტსმენებს?
- ოლიმპიადა ახლოვდება და თავის დაზღვევის მიზნით, ჩავატარეთ შიდა კონტროლი. შესაბამისად, დადასტურების შემთხვევაში სანქციებს საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გამოიტანს.
კომისია განიხილავს საქმეს და გადაწყვეტს, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს სპორტსმენს.
- საუბარია პრეპარატ მილდრონატზე, რომელიც 2016 წლის იანვრიდან აიკრძალა. იცოდნენ სპორტსმენებმა ამის შესახებ?
- სპორტსმენებს ეს უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ყველაფერი გამოსაკვლევია. ამიტომ დავსხდებით და განვიხილავთ, ვისი ბრალია ყოველივე მომხდარი.