ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მეორე ბრინჯაო ოდიკაძემ მოუტანა

AutoSharing Option
რიგაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრების ანგარიშზე 2 ბრინჯაოა. 9 მარტს, ტურნირის მეორე დღეს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი ვალერი ანდრეიცევი ბოლო წამებზე დაამარცხა - 3-1.

ოდიკაძემ პირველ ორ შეხვედრაში შვეიცარიელი ფილიპ ჰატერი 10-0 და სლოვაკი იოზეფ იალოვიარი 11-0 ქულების აშკარა უპირატესობით იოლად დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან 0-12 დამარცხა და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც პოლონელ რადოსლავ ბარანს 5-1 მოუგო.

დღესვე იასპარეზა ზურაბ იაკობაშვილმაც (65), რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა,
მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ისრაელ კასუმოვთან 4-13 დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 8 მარტს, ბრინჯაო დავით მარსაგიშვილმა (86) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული