ტლაშაძე და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ! [VIDEO]

AutoSharing Option
11 მარტს, საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთბაშად ორი წევრი, დავით ტლაშაძე (70) და  გენო პეტრიაშვილი (125) რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ.

ტლაშაძე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდება, პეტრიაშვილს კი მეტოქედ ასევე პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი ჰყავს.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
იხილეთ ვიდეო: ტლშაძე-მოისე 8:4
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
ტლაშაძე-კურტიევი 3:1
Sportall.Ge

აღსანიშნავი პეტრიაშვილის ასპარეზობაა, რომელმაც პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-აკგული *8:8
Sportall.Ge

1/4-ფინალში გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ლიგეტი 14:4
Sportall.Ge

ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ზასეევი 9:6
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალია. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოსპრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
გენო წარმატებები
ლელა
08 თებერვალი 2017 20:06
0
Amiran 6-8 ro Agebda magas gulisxmob? Tu 8-8 ro gaxada?
Irakli apkhaidze
12 მარტი 2016 10:42
0
ქართული სული ეგაა!!!!!! ბოლოწამზე გამოჰგლიჯა მსოფლიოს ჩემფიონს 8-8!!!!!!გენოოოოო ,ქართველოოოოო!
Euroрe
11 მარტი 2016 22:38
0
გენო გმირიაააა დგესსს
bajo
11 მარტი 2016 21:50
0
ვულოცავ გენოს. მაგრად გაუმართლა თურქი ვაჟკაცურად შეხვდა დამარცხებას. ბოლო წამებზე გოგორ არ შეეცადა გადატრიალებას
მიკვირს. მაინტერესებს ხალხო თქვენი აზრი.
ამირანი
11 მარტი 2016 19:59
0
ტაჰა აკგული, თუ... "კადიროვის სოეცრაზმში გამობრძმედილი", ბოლტუკაევი? :)))
რომელი მოერევა ...
11 მარტი 2016 16:57
0
მაგარია!
გ ა ი ხ ა რ ე ე ე თ !!!
11 მარტი 2016 16:55
0
ჰკა მაგათ!!!!! გაიხარეთ ქართველო ვაჟკაცებო,ჩვენი ეთობლივი აღმა, წინსვლით,გვაძლიერეთ.ჩვენც ვცდლობთ კაცობას,ქართლად ყოფას,სადაც არ უნდა ვიყოთ,ამა სოფლად!ჰარა ლალე,ჰარი არა ლალე ჰარი არალი არალე .ჰარი არა ლალე ჰეეე!მინდია-17 წლის
I Am Georgian France
11 მარტი 2016 16:55
0

სიახლეები პოპულარული