პეტრიაშვილის ოქრო, ტლაშაძის ვერცხლი - ქართველთა სრული ტრიუმფი ევროპაში [VIDEO]

AutoSharing Option
რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ჯამში 6 მედლით, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

11 მარტს კონტინენტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - დავით ტლაშაძე (70).

გადამწყვეტ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა პოლონელ რობერტ ბარანს სძლია - 11:0, ტლაშაძემ კი ფინალი ასევე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დათმო - 0-7.

იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ბარანი 11:0
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-აკგული 8:8
Sportall.Ge

1/4-ფინალში კი გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ლიგეტი 14:4
Sportall.Ge

ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ზასეევი 9:6
Sportall.Ge

ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
იხილეთ ვიდეო: ტლშაძე-მოისე 8:4
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო ტლაშაძე-კურტიევი 3:1
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინა დღეებში კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

12 მარტიდან რიგაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას.

ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
გმადლობთ!!! გილოცავთ!!! მსგავსი შედეგი არასდროს არ გვქონია!!! გაგიმარჯოთ!!! გაიხარეთ!!! წარმატებებს გისურვებთ რიოში...
tngh
12 მარტი 2016 19:42
0
რაც გენომ აკგულთან შეძლო, იმას მართლაც ძლევაი საკვირველი ჰქვია! ეს იყო ფინალი, თუ იყო! ღმერთმა გაგიმარჯოს!
giorgi
12 მარტი 2016 17:35
0
მარჯი საქართველო!
გია თუთბერიძე
12 მარტი 2016 13:46
0
ეგრე რა თქვე კაი ხალხო!გამარჯვება არ მოგაკლოთ გამჩენმა!
თედო
12 მარტი 2016 13:21
0
ტქვენი ოჯახებიტ გაიხარეტ ქატველო ლომებოოოო
Manoni
12 მარტი 2016 10:24
0
ვულოცავ ქართველ მოჭიდავეებს გამარჯვებას!! სულ გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო!
elguja
12 მარტი 2016 09:04
0
Aeee,madloba bichebs da mwvrtnelebs,mindora imedia karg mwvrtnelad chamokalibdeba,nu sxireli xo klasikaa!!!bolos,genos malaki rato ar gvachveneeeeet???!
davidbe
12 მარტი 2016 08:40
0
გკოცნიტ, გეხვევიტ.მადლობა ტკვენს მშობლებს და ღირსეულ მწვრტნელებს..გამარჯვებები მუდამ,ტკვენსუკან ტკვენი სამშობლო საკარტველოა.მრავალჯამიერ.
ნინიმ
12 მარტი 2016 07:28
0
ოლიმპიადაზე უფრო მეტი ოქროს მედალი გვინდა ქართველებს!!! (7 მაინც)
კობა
12 მარტი 2016 02:17
0


წარმატებები ქართველებო

მდამ შემართებით და გამარჯვებით !!!
ოხ,
რუს-მონღოლები რომ მუდამ არ ცდილობდნენ
რენეგატი ,,ქართველი,, ,,მუშნი ზარანდიები,,-თ ქართული-ეროვნული სულისკვეთების,აღტკინების , შემართების,თვითრწმენის ყველა ხერხებითა და მეთოდებით ჩ ა ხ შ ო ბ ა ს...

დღეს ერთ -ერთი ღ ი რ ს ე უ ლ ი,სამართლებრივი და მით ძლიერი,როგორც ეკონომიკურად,სოციალურად,ისე ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებითღ ი რ ს ე უ ლ ი თანამედროვე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო გვექნებოდა ...

ლ ი დ ე რ ი არა მარტო კავკასიის რეგიონში (!)
glaxuna
12 მარტი 2016 00:47
0

სიახლეები პოპულარული