დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა

AutoSharing Option
საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ბოლო რეგულაციამ, რაც 1-ელ მარტამდე აღებულ სინჯებში მელდონიუმის დოზების განსაზღვრას ეხება, დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს რეაბილიტაცია მოუტანა, რადგან მათ სინჯებში აღნიშნული პრეპარატი დასაშვები ნორმის ფარგლებში მოექცა.

ამის შესახებ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (გადა) ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ გვითხრა:

- საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოში მიმდინარეობდა განხილვა, რაც დაკავშირებული იყო 1-ელ იანვრამდე მიღებულ და ამის შემდეგ აღმოჩენილ ამ ჯგუფის დოპინგზე. ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა შარდში მელდონიუმის კონცენტრაცია და საბოლოო დასკვნა ამ დილით უკვე დაგვიგზავნეს. მასში წერია, რომ თუ 1-ელ მარტამდე აღებულ
სინჯებში ეს შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, უფრო ნაკლები კი - არა.

ჩვენს შემთხვევაში ეს მეორე ვარიანტია - ექვსივე მათგანის სინჯი მერყეობს 0.2-დან 2-მდე. აქედან გამომდინარე, ჩვენებს ყველანაირი სანქცია მოეხსნათ და აღუდგათ თავიანთი უფლებები, მათ შორის - დავით მოძმანაშვილსაც, ვისაც ეს აღარ ეთვლება განმეორებით დოპინგად.

ახლა უკვე ღიად შეიძლება იმ ექვსეულის დასახელება, ვისაც მელდონიუმის მიღებაში ედებოდა ბრალი: ბექა ბუჯიაშვილი (57), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61), ახალგაზრდებში ევროპის მესამეპრიზიორი ავთანდილ კენჭაძე (74), გიორგი მეშვილდიშვილი (125) და ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი დავით მოძმანაშვილი (125) თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - მათე სოფაძე.

ამდენად, მოჭიდავეებს სრული რეაბილიტაცია შეეხოთ, რაც ძალიან სასიხარულოა. სამაგიეროდ, როგორც კასრაძემ გვითხრა, ახლა სამი ბოდიბილდერია ეჭვმიტანილი. ვიმეორებთ - მხოლოდ ეჭვმიტანილი და ჯერჯერობით მათი ანალიზების კვლევა მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაასწორა
ააა
14 აპრილი 2016 14:46
0
ძალიან სასიხარულოა, წარმატებები გიორგი ს და ყველას
მაია ხიდეშელი
13 აპრილი 2016 23:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული