ამის შესახებ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (გადა) ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ გვითხრა:
- საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოში მიმდინარეობდა განხილვა, რაც დაკავშირებული იყო 1-ელ იანვრამდე მიღებულ და ამის შემდეგ აღმოჩენილ ამ ჯგუფის დოპინგზე. ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა შარდში მელდონიუმის კონცენტრაცია და საბოლოო დასკვნა ამ დილით უკვე დაგვიგზავნეს. მასში წერია, რომ თუ 1-ელ მარტამდე აღებულ
ჩვენს შემთხვევაში ეს მეორე ვარიანტია - ექვსივე მათგანის სინჯი მერყეობს 0.2-დან 2-მდე. აქედან გამომდინარე, ჩვენებს ყველანაირი სანქცია მოეხსნათ და აღუდგათ თავიანთი უფლებები, მათ შორის - დავით მოძმანაშვილსაც, ვისაც ეს აღარ ეთვლება განმეორებით დოპინგად.
ახლა უკვე ღიად შეიძლება იმ ექვსეულის დასახელება, ვისაც მელდონიუმის მიღებაში ედებოდა ბრალი: ბექა ბუჯიაშვილი (57), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61), ახალგაზრდებში ევროპის მესამეპრიზიორი ავთანდილ კენჭაძე (74), გიორგი მეშვილდიშვილი (125) და ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი დავით მოძმანაშვილი (125) თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - მათე სოფაძე.
ამდენად, მოჭიდავეებს სრული რეაბილიტაცია შეეხოთ, რაც ძალიან სასიხარულოა. სამაგიეროდ, როგორც კასრაძემ გვითხრა, ახლა სამი ბოდიბილდერია ეჭვმიტანილი. ვიმეორებთ - მხოლოდ ეჭვმიტანილი და ჯერჯერობით მათი ანალიზების კვლევა მიმდინარეობს.