ოლიმპიური კომიტეტი სააკაშვილი-ხინჩეგაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს:

- პოლიტიკური მიზნებისთვის ცალკეული სპორტული ფედერაციებისა და მოქმედი წარმატებული სპორტსმენების გამოყენების მანკიერმა პრაქტიკამ თავის დროზე სერიოზულად დააზარალა ქართული სპორტი.

ოთხი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში ახალი გუნდის მოსვლის დღიდანვე ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ სპორტში დამკვიდრებულ მიუღებელ ვითარებას, როცა პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა არაუფლებამოსილი პირები უხეშად ერეოდნენ სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში.

მკაცრად იქნა დაგმობილი ამ ორი წლის წინ ზოგიერთი წამყვანი ფედერაციის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო და საარჩევნო პროცესში პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი - მოქმედი სპორტსმენების, ქვეყნის
ნაკრები გუნდების წევრების ჩართვის ღია მცდელობა.

ჩვენ ასევე რეკომენდაცია მივეცით სპორტულ ფედერაციებს და სპორტსმენებს, მოერიდონ პოლიტიკურ პროცესებში დაუფიქრებელ და ნაჩქარევ ჩართვას, რათა, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ არც საკუთარი თავი და არც მთელი ქართული სპორტი, არ გახდნენ პოლიტიკური სპეკულაციების უნებლიე მსხვერპლნი.

იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალები მოერიდებოდნენ მერკანტილური მიზნებისთვის სპორტის გამოყენებას და გაუფრთხილდებოდნენ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონების იმიჯს.

სამწუხაროდ, პატიოსანი თამაშის ეს წესი დაარღვია სწორედ იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავის დროზე ხელს უწყობდა და ამკვიდრებდა სპორტში უცერემონიო, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ძალისმიერი ჩარევის პრაქტიკას.

როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებით ირკვევა, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეხვდა ჩვენს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.

- მიხეილ სააკაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი რთველში უკრაინელ ლამაზმანებთან ერთად [VIDEO]

ასევე ირკვევა, რომ ეს არ მომხდარა თავად სპორტსმენის ინიციატივით და სურვილით.

ამგვარი "მასპინძლობა" ქართული სპორტის გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მოქმედი წარმატებული სპორტსმენის საარჩევნო ბატალიებში ჩართვის უხეში მცდელობა, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მათ შორის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისამართით.

- რას პასუხობს ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

სეოკ-ი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და მოუწოდებს სპორტის ქომაგებს, ჩვენს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, გაუფრთხილდნენ დიდი სპორტსმენის ღირსებას, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით უსაზღვრო სიხარული მოუტანა თითოეულ ჩვენგანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გადაღება ერთია და გამოქვეყნება მეორე. ისე მანიაკთან სურათის გადაღება მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს.
თამაზი
06 ოქტომბერი 2016 10:01
0
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან (თუნდაც ეს იყოს მ. სააკაშვილი) სურათის გადაღება ყოველთვის პრესტიჟულია,სანამ ამას არ შეიგნებს ქართველი ხალხი არაფერი გვეშველება.
ნიკოლოზ
05 ოქტომბერი 2016 15:43
0
ამან მედლები მოიგოს და ვსანაც გაუხარდება იმასთან ერტად კრიფოს ყურძენი ვისი რა საქმეა.
გაიგეთ სპორტსმენს და ხელოვან სულ არ ევალება პოლიტიკაში უშეცდომო ალღო ქონდეს.
sabonis
05 ოქტომბერი 2016 15:28
0
თავი დაანებეთ სპორტსმენებს და ნუ აწუხებთ იმათმა თავიანთი საქმე გააკეთონ თქვენ თქვენი სააკაშვილმაც და კალაძემაც თავი დაანებოს სპორტსმენებს
givi
05 ოქტომბერი 2016 13:18
0
გინდა კედელს ცერცვი შეაყარე, გინდა ბატს წყალი გადაასხი, სააკაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელები არიან.
დევი
05 ოქტომბერი 2016 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული