სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ - ლადო ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზში მიიწვიეს

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მახარბეკ ხადარცევის მიწვევით ჩავიდა, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

საიტ vladikavkaz.monavista.ru-ს ცნობით, ხინჩეგაშვილი უკვე ორი დღეა ვლადიკავკაზშია და ქალაქის მონახულებაც მოასწრო.

როგორც საიტი წერს, ხინჩეგაშვილი დიდი ხანი ოცნებობდა ვლადიკავკაზის მონახულებაზე, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს. ის ამ ქალაქში მეგობარ ძიუდოისტთან, ანატოლი ავაზნელთან ერთად ჩავიდა.

ხინჩეგაშვილის თქმით, ხადარცევისგან მოწვევის მიღება მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

"სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ და როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ, შენდამი სითბოს იჩენენ, შენი გაცნობა სურთ", - განაცხადა
ხინჩეგაშვილმა.

ხადარცევი ხინჩეგაშვილმა ერთ-ერთ ქორწილში გაიცნო და სწორედ მაშინ მიიღო ვლადიკავკაზში ჩასვლის მოწვევაც. ქალაქი ლადოს ძალიან მოეწონა.

"საღამოს პარკში გავისეირნე - მომწონს აქაურობა. ყველაფერი სუფთა და ლამაზია. თავს, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე ვგრძნობ", - თქვა ლადომ.

ხინჩეგაშვილს ცოლის მოყვანაზეც ჰკითხეს: "რთულია, წინასწარ რაიმე დაგეგმო. ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ცოლად ოსის მოყვანას არ გამოვრიცხავ.

როცა სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივარ, სპორტსმენები ერთმანეთს კარგად ვეპყრობით. ცუდი მხარეები, რომლებიც პოლიტიკაშია, ჩვენში ქრება. სპორტი ყოველთვის პოლიტიკურ ინტრიგაზე მაღლა დგას", - ციტირებს წყარო ხინჩეგაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგ იმ მორაგბეებს უთხარი რუსეთთან თამაშის მერე პლაკატებით რომ "დარბოდნენ" და დროშებს რომ აფრიალებდნენ ჯერ სოჭში და მერე თბილისში!!))) არასდროს არასდროს არ გაქრება და გულში უნდა გქონდეს პოლიტიკური "შეხედულება"!! ეს უფრო მეტ ძალას გმატებს!))
svani
18:39 27-10-2016
0
მეგობრობის წინააღმდეგი აბა ვინაა მაგრამ ვშიშობ, ყველაფერ ამას გადაბირების სუნი ასდის. მოხიბლავენ იქაური პირობებით და მერე დაითანხმებენ რუსეთის სახელით გამოსვლაზე
echviani
10:07 28-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული