ავთანდილ კენჭაძემ ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ავთანდილ კენჭაძემ (74) ბაქოში დღეს დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში კენჭაძე აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან დამარცხდა - 1-3.

მანამდე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი გიორგი რევაზიშვილმა (61) მოუტანა, რომელმაც აზერბაიჯანელი ალი რაჰიმზადე 10-8 დაამარცხა.

მოგვიანებით, ამ პრესტიჟული ტურნირის ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125) იბრძოლებს, რომელიც ფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს შეხვდება. ბრინჯაოს მედლისთვის თურქ აჰმეტ ბილიჩთან იჭიდავებს დავით მარსაგიშვილი (86). გულშემატკივრებს შეხვედრების ლაივ-რეჟიმში ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 75
კგ-ში გამარჯვებული აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თბილისელი ფალავანი გიორგი ედიშერაშვილი (57) გახდა.

ბაქოს "დიდ პრიზზე" ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი ერგებათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავთომ ძალინ მაგრათ იჭიდავა! თუ ასე გააგრძელა წინ დიდი წარმატებები ელის!
baleshiki
17:21 25-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული