მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
გიორგი გოგშელიძის კლუბმა "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილზე დაასრულა ხარკოვში ჩატარებული მსოფლიოს საკლუბო თასი.

ჩვენებმა ქვეჯგუფში უკრაინის ცსკ-ს 5:3 მოუგეს, მერე კი ამავე ანგარიშით თავად წააგეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილით (61) გაძლიერებულ ამერიკულ "ტიტანი მერკურთან", ბოლოს კი მონღოლურ კლუბს 7:1 მოუგეს. თუმცა ამით მათ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, სადაც ირანული "სატრეგანი",  მონღოლთა დარად, დიდი უპირატესობით, 7:1 დაამარცხეს.

როგორც მონღოლებთან, აქაც ის ერთადერთი წაგებული შეხვედრა ბექა ბუჯიაშვილის (57) ანგარიშზე მოდის, თუმცა მან ორივე პაექრობა ტრავმის გამო დათმო, ამ შეხვედრებში საერთოდ არ გასულა საჭიდაოდ.

დანარჩენ
ორთაბრძოლებში მისმა თანაგუნდელებმა - შოთა ფარტენაძემ (61), ლევან ქელეხსაშვილმა (65), ალექსანდრე ჯაჭვაძემ (70), ავთანდილ კენჭაძემ (74), ნოდარ ეგაძემ (86) ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125) გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ოდიკაძემ და მეშვილდიშვილმა ტურნირზე ყველა პირადი, ოთხივე შეხვედრა მოიგეს.

ხინჩეგაშვილმა და მისმა "ტიტანმა" ფინალში შარშანდელ გამარჯვებულს, ირანულ "რაზის" 3:2 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს მცირე ინციდენტი შეემთხვა.

- ლადო ხინჩეგაშვილმა ვეღარ მოითმინა და ირანელს სახეში გაარტყა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა და გუშინ ვიცოდით რომ ბრინჯაოსთვის ჭიდაობდნენ,,,
Irakli apkhaidze
11:36 02-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული