This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მან 36 მოციგურავეს შორის 238,20 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და ამით მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორი საგზური მოუტანა.
თავისუფალ პროგრამაში მორისმა მე-4 ადგილი დაიმსახურა და რაც ყველაზე დამაიმედებელია, მისი ტექნიკური შეფასება 89,77 ქულა, მეორე შედეგი აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონის, ესპანელ ხავიერ ფერნანდესის შედეგის შემდეგ.
როგორც შეჯიბრების რუსმა ტელეკომენტატორმა თქვა, ელემენტების ასეთი კრებულით მას ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ასვლისთვისაც შეუძლია ბრძოლა.
მორის ყვითელაშვილი 21 წლისაა და მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.
ევროპის ჩემპიონი, როგორც უკვე ვთქვით, ესპანელი მოციგურავე გახდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი რუსებს, შესაბამისად, მაქსიმ კოვტუნსა და მიხაილ კოლიადას ერგოთ.
ვაჟები
1. ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი) - 294,84 ქულა, 2. მაქსიმ კოვტუნი (რუსეთი) - 266, 80 3. მიხაილ კოლიადა (რუსეთი) - 250,18 4. იორიკ ჰენდრიქსი (გერმანია) - 242,56 5. ალექსეი ბიჩენკო (ისრაელი) - 239,24 6. მორის ყვითელაშვილი (საქართველო) - 238,20
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"