ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიის მიწისძვრის გამო გადაიდო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, რომელიც 21 მარტს ტოკიოში იოიოგის დარბაზში უნდა დაწყებულიყო, მიწისძვრის გამო გადაიდო.

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციამ დაგეგმილ ვადაში ჩემპიონატის ჩატარების საკითხი განიხილა, მაგრამ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მრავალი ქვეყანა თავის მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩევს.

ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში 21-27 მარტს უნდა გამართულიყო.


მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული