ფეხბურთიდან ფიგურურ სრიალში

AutoSharing Option

თურქეთის ნაკრებისა და "ბეშიქთაშის" ყოფილი ფეხბურთელი ილჰან მანშიზი სოჭის ოლიმპიადისთვის ემზადება. 35 წლის ილჰანი ფიგურულ სრიალში ცდის ბედს და წარმოშობით სლოვაკ ოლგა ბესტანდიგოვასთან სპორტულ წყვილებში აპირებს გამოსვლას.
მანშიზის კარიერის მწვერვალი იყო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა მეოთხედფინალში ჰაქან შუქურის ნაცვლად მოედანზე შესულმა ფორვარდმა სენეგალის კარში "ოქროს გოლი" გაიტანა და თურქეთი მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა. კორეასთან მესამე ადგილისთვის მატჩში, სწორედ ილჰანის პასის შემდეგ გაიტანა შუქურმა ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი. სულ მანშიზმა თურქეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

თუმცა

ამის შემდეგ ილჰანის კარიერა არ აეწყო და 2006 წელს თამაშს თავი დაანება. თურქული კლუბების გარდა, ფორვარდს იაპონიის "კობესა" და ბერლინის "ჰერტაში" აქვს ნათამაშები. სხვათა შორის, ილჰანი გერმანიის ქალაქ კემპტენშია დაბადებული. თურქმა შარშან ივლისში სცადა კარიერის განახლება და ცოტა ხანი "მიუნხენ 1860"-ის შემადგენლობაში ივარჯიშა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ახლა, როგორც ჩანს, ილჰანი მთლიანად ფიგურულ სრიალზე გადაერთო და ამბიციური გეგმაც აქვს - 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული