ასპარეზობის ბოლო პროგრამა ძალზე საინტერესო უნდა იყოს ქართველი გულშემატკივრებისათვის - 22 წლის ელენე გედევანიშვილი შეეცდება თავისუფალ პროგრამაში მიღწეულის (მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილზეა) გაუმჯობესებას და ხუთეულში დამკვიდრებას.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა კარგად ისრიალა ასპარეზობის პირველ დღეს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სულ რაღაც 2,5 ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ კაროლინა კოსტნერს (იტალია), მე-4 ადგილზე მყოფ მაო ასადასთან (იაპონია) ჩამორჩენა კი სულ რაღაც ქულაა.
გედევანიშვილისთვის მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატი, შესაძლოა, ყველაზე წარმატებული გამოდგეს -
30 მარტს გამართულმა კენჭისყრამ ელენე ბოლოსწინა ჯგუფში მოახვედრა, სადაც მესამე გავა ყინულზე ვალენტინა მარკეის (იტალია) და კექსინ ჟანგის (ჩინეთი) შემდეგ.
აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენებურს უსწრებს - ბოლო, მეოთხე ჯგუფში ისრიალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"