საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციას პრეზიდენტი შეეცვალა. აღმასკომის სხდომამ დადებითად შეაფასა ირაკლი ჯაფარიძის რვაწლიანი მუშაობა და წესდების შესაბამისად დააკმაყოფილა მისი თხოვნა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აღმასკომმა ერთხმად აირჩია ყოფილი მოციგურავე, მწვრთნელი და ამჟამად ბიზნესში მოღვაწე მაკა გიორგობიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კნდიდატურა იყო.
ირაკლი ჯაფარიძე აღმასკომმა, მისი დამსახურების გათვალისწინებით, საპატიო პრეზიდენტად დაამტკიცა. იგი ამავე დროს თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის საციგურავო სკოლის დირექტორიცაა.
თენგიზ გაჩეჩილაძე