მოკლე პროგრამის მერე 23 წლის ქართველი მხოლოდ მე-16 ადგილზეა. მართალია, მან ამით თავისუფალ პროგრამაში სრიალის უფლება მაინც მოიპოვა (36-დან 24 მონაწილე გადავიდა ფინალში), მაგრამ 10 ქულით ჩამორჩება პოდიუმს, ეს კი ძალიან ბევრია.
ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამის შესრულებისთვის 48,75 ქულა მიიღო და მე-16 ადგილზეა 36 მონაწილეს შორის.
პირველ ადგილზე რუსი ადელინა სოტნიკოვაა 67,61 ქულით, მეორეზე იტალიელი კაროლინა კოსტნერი - 64,19, მესამეზე კი მისი თანამემამულე ვალენტინა მარკეი - 58,22.
ქართველთა დუეტი ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის ფინალშია