თავისუფალ პროგრამაში მისგან წინსვლას ნაკლებად ველოდით (რადგან, ზოგადად, ელენე უფრო მოკლე პროგრამაში გამოირჩევა კარგი გამოსვლებით), მაგრამ შევცდით - ჩვენებურმა მიუზიკლ "ოპერის მოჩვენების" ჰანგებზე ძალიან კარგად შეასრულა თავისუფალი პროგრამა, 6 ქულით მიუახლოვდა საკუთარ რეკორდს და ამ დისციპლინაში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა პროგრამულ ელემენტებში 50,04 ქულა მიიღო, ტექნიკურში
სამწუხაროდ, ელენემ ძალიან ბევრი დაკარგა ტურნირის პირველ დღეს, ამიტომ ხუთეულში ვეღარ შევიდა და, შესაბამისად, არც საპრიზო ფონდიდან შეხვდა რამე, თუმცა სარეიტინგო ქულები კი მიითვალა. გრან პრის სერიის პირველი გამარჯვებული კი ევროპის სამგზის ჩემპიონი კაროლინა კოსტნერი გახდა 164,61 ქულით. მეორე ადგილზე 18 წლის ამერიკელი რეიჩელ ფლეტი გავიდა 161,04 ქულით, მესამეზე - 15 წლის იაპონელი კანაკო მურაკამი (150,16). აღსანიშნავია, რომ ელენე გედევანიშვილმა (141,52 ქულა, მე-6 ადგილი) მსოფლიოს ჩემპიონ მაო ასადას 8 ქულით აჯობა.
NHK ტროფი
ქალები
1. კაროლინა კოსტნერი იტალია 164,61
2. რეიჩელ ფლეტი აშშ 161,04
3. კანაკო მურაკამი იაპონია 150,16
4. კიირა კორპი ფინეთი 148,44
5. ეშლი ვაგნერი აშშ 143,73
6. ელენე გედევანიშვილი საქართველო 141,52
7. კაროლინ ჟანგი აშშ 133,86
8. მაო ასადა იაპონია 133,40
9. ვიქტორია ჰელგესონი შვედეთი 130,11
10. ლენა მაროკო საფრანგეთი 122,03
11. ჯენა მაკკორკელი ბრიტანეთი 121,52
12. დიან სმიეტი კანადა 88,33
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"