20 თებერვალს ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა და მსაჯებისგან 92,45 ქულა მოაგროვა. ელენემ პროგრამულ სეგმენტში 53,60 ქულა მიიღო, ხოლო ტექნიკურ კომპონენტებში - მხოლოდ 39,85. თავისუფალი პროგრამის 24 მონაწილეს შორის ეს მეოცე შედეგი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა, სადაც მე-17 შედეგი აჩვენა (იხილეთ ვრცლად).
სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გამარჯვებული რუსი ადელინა სოტნიკოვა გახდა (224,59).
სოჭში გამოსვლას აგრძელებენ ქართველი სპორტსმენები. 21 თებერვალს სლალომში ძალებს ნინო წიკლაური ცდის (49-ე ადგილი გიგანტურ სლალომში), 22 თებერვალს კი სლალომში ალექსანდრე ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლენ.