თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასწაული არ ხდება [VIDEO]

AutoSharing Option
ოლიმპიური სოჭის ზამთრის სპორტის სასახლე "აისბერგი" 20 თებერვალს, საღამოს, ფიგურულ ციგურაობაში ფინალისტ ქალთა ასპარეზობას მასპინძლობდა - 24 საუკეთესო, რომელიც წინა დღეს ფინალში მოკლე პროგრამიდან გავიდა, ახლა თავისუფალი პროგრამით წარდგა მაყურებლისა და არბიტრების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტების შესაძლებლობები ცნობილი იყო, ვერავინ ივარაუდებდა, ორი დღის შედეგების შეჯამებით, ვის შორის განაწილდებოდა ადგილები ოლიმპიადის საპატიო კვარცხლბეკზე.

ელენე გედევანიშვილი ფინალისტთა ოთხი ჯგუფიდან (6-6 მონაწილე თითოეულში) მეორეში მოხვდა და თავის ჯგუფში ასევე მეორე, საერთოდ კი, მერვე გავიდა ყინულზე.

ფაქტობრივად, სერიოზული ბრძოლა პირველობისათვის მეორეჯგუფელთა გამოსვლით დაიწყო.

ტელევიზიით ნახეთ, ალბათ, ელენე მომდევნო მონაწილეების გამოსვლამდე მესამე ადგილზე იყო. მერე და მერე გაძლიერდა კონკურენცია.

იგრძნობოდა, რომ მეტოქეები მაღალი ქულების მოპოვებას შეიძლება ოდნავი, მაგრამ განსხვავებული რთული ილეთების მაღალი ოსტატობის შესრულებით ცდილობდნენ. პროგრამის გართულება გამართლებაზეა, ზოგს გაუმართლა, ზოგს - არა.

ჩვენს სპორტსმენს საპრიზო ადგილზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა და არც ჰქონია, მაგრამ ათეულში მოხვედრაც არ იყო იოლი მისაღწევი. აკი ელენე მხოლოდ მე-19 ადგილს დასჯერდა (147.15 ქულა). სასწაული არ ხდება.

საპატიო კვარცხლბეკზე ადგილები ასე განაწილდა: პირველი, ადელინა სოტნიკოვა (რუსეთი) - 224.59 ქულა; ვერცხლის მედალი წილად ხვდა კორეელ იუნა კიმს (კორეა) - 219.11; მესამე იყო კაროლინა კოსტნერი (იტალია) - 216.73.

შეგახსენებთ, რომ ვანკუვერში გამართულ ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილი მე-14 ადგილზე გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ 21 თებერვალს სლალომში ძალებს ნინო წიკლაური ცდის. ასპარეზობა ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ აქცევთ ყურადღებას ამ მდაბიოებს. არც კი იციან გაუგიათ და იმეორებენ ! ვისაც საქართველო უყვარს ყველა ქართველი პატარა წარმატებაც კი საამაყო იქნება :)
ანა
24 თებერვალი 2014 17:44
0
მოღალატეები იმიტომ არიან, რომ ნაციონალებს და მათ მომხრეებს სხვა სალაპარაკო არ აქვთ, გარდა იაფფასიანი, მდაბიო ურა-პატრიოტიზმისა.

ვინ ეკითხება რ ე ა ლ ო ბ ა ს? თვითონ რომ მიიღებს ლიცენზიას რამეში, მაშინ გადაწყვიტოს წავიდეს თუ არა.

ვისაც უნდა ნუ ჩავა რუსეთში, რა პრობლემაა. ჩვენ ვინმეს ვუთხარით გინდა თუ არა 'ჭამე ნოდარი' და ჩადი რუსეთში თქო?

45 წელი ქონდა რუსეთს ოკუპირებული გერმანიის 25%ზე მეტი და იქ 400 000-იანი ჯარი იდგა. გფრ სპორტსმენები და თეატრები (და კიდევ ვის ერჩიან ეს ტიპები) არ დადიოდნენ სსრკ-ში?

ამ დალოცვილმა ნაციონალებმა, იმის მაგივრად აღიარონ, რომ რუსების ხაფანგში სრულიად უტვინოდ და უკანმოუხედავად გადაეშვნენ და ადრე დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ თავისი მიამატეს, კიდევ აქეთ გვასწავლიან ჭკუას.
kola-ს
21 თებერვალი 2014 15:50
0
რ ე ა ლ ო ბ ა - 2018წელს მსოPლიო ჩემპიონატი რუსეთში იქნება. მითხარი-ჩვენებმა შესარჩევ ციკლზე საერთოდ უნდა თქვან უარი? თუ მოხდა სასწაული და გავიდნენ ჯგუპიდან, უარი უნდა თქვან მონაწილეობაზე? რა ლოგიკაა ეს ბოიკოტი და რატომ არიან "მ ო ღ ა ლ ა ტ ე ე ე ბ ი" ესენი? რაც შეუდზლიათ, აკეთებენ.
kola
21 თებერვალი 2014 14:49
0
არ მესმის ამ ნაციონალების და მათი ფანების. ყველა ჩვენი მონაწილე რომ ჩემპიონი გამხდარიყო პუტინს გული გაუსკდებოდა დარდისგან? ეს იაფფასიანი ჩიორა-აკო-გიგა-თამარა არ მოგბეზრდათ?

მე უფრო სხვა რამე მადარდებს: გედევანიშვილს 16 ლის ასაკში უფრო რთული ილეთEბი ჰქონდა პროგრამაში და ყოველ შემდეგ ოლიმპიადაზე უარეს შედეგს აჩვენებს, სამწუხაროდ სრულიად დამსახურებულად, და რომ დაბრუნდება, ეგების კითხონ ჟურნალისტებმა რა არის ამის მიზეზი. ის ხომ არა, რომ რაიმე სხვა საქმეს მიჰყო პარალელურად ხელი, და ასე ვთქვათ მოყვარული სპორტსმენია რეალურად და მართლა პროფესიონალებთან შეჯიბრება არ შეუძლია.
jimi
21 თებერვალი 2014 14:23
0
ბ რ ა ვ ო ! ბ რ ა ვ ო ! ბ რ ა ვ ო !

პუტინის რას უშვრება საქართველოს, ესენი კიდე მის წინ ციგურაობენ

მ ო ღ ა ლ ა ტ ე ე ე ბ ი ესენი !

რა ნამუსით უნდა შემოდგან ფეხი საქართველოში ? !

უ რ ჯ უ ლ ო ე ბ ო !
რ ე ა ლ ო ბ ა
21 თებერვალი 2014 14:15
0
საუკუნო დიდება ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომელთაც ასე ასახელეს სამშობლოც და მტერს გული მოუკლეს! ყოჩაღ! უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი! ვაი ჩვენს პატრონს! ჩლუნგების ქვეყანა!
antibneleti
21 თებერვალი 2014 13:59
0

სიახლეები პოპულარული