
შეგახსენებთ, მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-16 იყო, თუმცა 28 მარტს, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლისას უარესი შედეგი აჩვენა. გედევანიშვილის ანგარიშზე ჯამში 132,25 ქულაა.
შანხაიში ჩემპიონობა რუსმა ელიზავეტა ტუკტამიშევამ იზეიმა (201,36), მეორე ადგილზე იაპონელი საკოტო მიაჰარა (193,60) გავიდა, ხოლო მესამეზე - რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ელენა როდიონოვა (191,47).
ეს ელენე გედევანიშვილისთვის მსოფლიოს მეცხრე პირველობაა. ქართველი მოციგურავის საუკეთესო შედეგი მეათე ადგილია (სამჯერ).